Meskheti TopNews http://meskheti.topnews.ge TopNews from Meskheti Sat, 24 Feb 2018 22:26:48 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.4 2018 წლის საეკლესიო კალენდარი http://meskheti.topnews.ge/religion/2018-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0/ Sat, 24 Feb 2018 22:26:48 +0000 http://meskheti.topnews.ge/?p=71 2018 წლის საეკლესიო კალენდარი

(ახალი სტილით)

იანვარი

ორშ 1 8 15 22 29
სამშ 2 9 16 23 30
ოთხ 3 10 17 24 31
ხუთ 4 11 18 25
პარ 5 12 19 26
შაბ 6 13 20 27
კვ 7 14 21 28

თებერვალი

ორშ 5 12 19 26
სამშ 6 13 20 27
ოთხ 7 14 21 28
ხუთ 1 8 15 22
პარ 2 9 16 23
შაბ 3 10 17 24
კვ 4 11 18 25

მარტი

ორშ 5 12 19 26
სამშ 6 13 20 27
ოთხ 7 14 21 28
ხუთ 1 8 15 22 29
პარ 2 9 16 23 30
შაბ 3 10 17 24 31
კვ 4 11 18 25

აპრილი

ორშ 2 9 16 23 30
სამშ 3 10 17 24
ოთხ 4 11 18 25
ხუთ 5 12 19 26
პარ 6 13 20 27
შაბ 7 14 21 28
კვ 1 8 15 22 29

მაისი

ორშ 7 14 21 28
სამშ 1 8 15 22 29
ოთხ 2 9 16 23 30
ხუთ 3 10 17 24 31
პარ 4 11 18 25
შაბ 5 12 19 26
კვ 6 13 20 27

ივნისი

ორშ 4 11 18 25
სამშ 5 12 19 26
ოთხ 6 13 20 27
ხუთ 7 14 21 28
პარ 1 8 15 22 29
შაბ 2 9 16 23 30
კვ 3 10 17 24

ივლისი

ორშ 2 9 16 23 30
სამშ 3 10 17 24 31
ოთხ 4 11 18 25
ხუთ 5 12 19 26
პარ 6 13 20 27
შაბ 7 14 21 28
კვ 1 8 15 22 29

აგვისტო

ორშ 6 13 20 27
სამშ 7 14 21 28
ოთხ 1 8 15 22 29
ხუთ 2 9 16 23 30
პარ 3 10 17 24 31
შაბ 4 11 18 25
კვ 5 12 19 26

სექტემბერი

ორშ 3 10 17 24
სამშ 4 11 18 25
ოთხ 5 12 19 26
ხუთ 6 13 20 27
პარ 7 14 21 28
შაბ 1 8 15 22 29
კვ 2 9 16 23 30

ოქტომბერი

ორშ 1 8 15 22 29
სამშ 2 9 16 23 30
ოთხ 3 10 17 24 31
ხუთ 4 11 18 25
პარ 5 12 19 26
შაბ 6 13 20 27
კვ 7 14 21 28

ნოემბერი

ორშ 5 12 19 26
სამშ 6 13 20 27
ოთხ 7 14 21 28
ხუთ 1 8 15 22 29
პარ 2 9 16 23 30
შაბ 3 10 17 24
კვ 4 11 18 25

დეკემბერი

ორშ 3 10 17 24 31
სამშ 4 11 18 25
ოთხ 5 12 19 26
ხუთ 6 13 20 27
პარ 7 14 21 28
შაბ 1 8 15 22 29
კვ 2 9 16 23 30

 

პირობითი აღნიშვნები:

აღდგომის დღესასწაული
მარხვის დღე
ხსნილი (მსგეფსი)
ყველიერი

T

დღესასწაულის დღეები
T
მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე

 

დღესასწაულები:

8 აპრილი – ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ათორმეტთაგან მოძრავნი:

1 აპრილი – ბზობა – იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
17 მაისი – ამაღლება იესო ქრისტესი
27 მაისი – სულთმოფენობა – სულიწმიდის გარდამოსვლა

ათორმეტთაგან უძრავნი:

7 იანვარი – ქრისტეშობა – ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი
19 იანვარი – განცხადება – იესო ქრისტეს ნათლისღება
15 თებერვალი – მირქმა – იესო ქრისტეს მიგებება
7 აპრილი – ხარება – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება
19 აგვისტო – ფერისცვალება  – იესო ქრისტეს ფერისცვალება
28 აგვისტო – მარიამობა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება
21 სექტემბერი – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობა
27 სექტემბერი – ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისა
4 დეკემბერი – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება

დიდი დღესასწაულები:

14 იანვარი – წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა
27 იანვარი და 1 ივნისი – წმ. დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა
20 ივნისი – სულიწმიდის ორშაბათი.
7 ივლისი – წმ. იოანე ნათლისმცემლის შობა
12 ივლისი – წმ. თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
13 ივლისი – სვეტიცხოვლობა (ტაძრის დღესასწაული)
11 სექტემბერი – თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა (მარხვა)
14 ოქტომბერი – მცხეთობა – სვეტიცხოვლობა, დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა მირონმდინარისა; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი;

 

გარდამავალი დღესასწაულები:

15 თებერვალი (ყველიერის ხუთშაბათი) – ღირსი შიო მღვიმელის ხსენება
24 თებერვალი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) – დიდმოწამე თეოდორე ტირონისა
4 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) – ღირსი გრიგოლ პალამას ხსენება
18 მარტი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) – ღირსი იოანე სინელის ხსენება
25 მარტი (დიდი მარხვის V კვირიაკე) – ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენება
31 მარტი (ბზობის წინა შაბათი) – მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
29 აპრილი (აღდგომიდან III კვირიაკე) – მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა
23 მაისი (ამაღლების შემდეგი ოთხშაბათი) – ღირსი დოდო გარეჯელის ხსენება
24 მაისი (ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი) – ღირსი დავით გარეჯელის ხსენება
3 ივნისი (სულთმოფენობის შემდეგი კვირიაკე) – ყოველთა წმიდათა ხსენება

საეკლესიო სამახსოვრო დღეები:

4 იანვარი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე
25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე
2 აგვისტო – ხსენება წმ. ილია მართლისა; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე
25 დეკემბერი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე

მარხვები:

დიდი მარხვა – 5 თებერვალი – 7 აპრილი
პეტრე-პავლობის მარხვა – 4 ივნისი -11 ივლისი
მარიამობის მარხვა – 14 აგვისტო – 27 აგვისტო
ქრისტეშობის მარხვა – 28 ნოემბერი – 6 იანვარი

ერთდღიანი მარხვები:

ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა ხსნილისა
ნათლისღების წინა დღე – 18 იანვარი
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე – 11 სექტემბერი
ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი

 

ხსნილი:

შობიდან ნათლისღებამდე – 7-17 იანვარი
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული – 29 იანვარი – 4 თებერვალი
ბრწყინვალე შვიდეული – 9-15 აპრილი
სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული – 28 მაისი – 3 ივნის
ყველიერი (ხსნილი მხოლოდ რძის პროდუქტებით, კვერცხით და თევზით) – 12-18 თებერვალი

მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები:

ხორციელის შაბათი – 10 თებერვალი
დიდმარხვის II შაბათი – 3 მარტი
დიდმარხვის III შაბათი – 10 მარტი
დიდმარხვის IV შაბათი – 17 მარტი
თომას კვირის სამშაბათი – 17 აპრილი
სულის შაბათი – 26 მაისი

წყარო: http://www.orthodoxy.ge/calendar/2018/2018.htm

]]>
მესხეთის ისტორია http://meskheti.topnews.ge/uncategorized/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90/ Wed, 14 Feb 2018 01:56:59 +0000 http://meskheti.topnews.ge/?p=51 ი ს ტ ო რ ი უ ლ ა დ ზემო ქართლი, ანუ მესხეთი აერთიანებდა მდ. მტკვრის აუზის ზემო წელს სათავიდან ბორჯომის ხეობამდე; აგრეთვე ჭოროხის აუზს-სათავიდან აჭარისწყლის ხეობის ჩათვლით. მტკვრის ზემო წელზე მდებარეობდა სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა; ხოლო ჭოროხის აუზში-კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, ოლთისი, აჭარა და სპერი.

სახელწოდება სამცხე წარმოსდგება მესხთა ტომის სახელისაგან (სა- მესხთა; სა-მეცხე-სამცხე). მესხეთი დაწინაურებული ეთნოგრაფიული რეგიონი იყო, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. აქ არის აგებული ქართული არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები (საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე, თმოგვი, ხერთვისი, კუმურდო..) კლდეში ნაკვეთი ნაგებობანი(ვარძია). სამცხეშია შექმნილი ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი.

სამცხე მთლიანად გაუპარტახებიათ არაბ დამპყრობლებს (VII-VIIIს.ს) ისე, რომ ,,არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი და პირუტყვი ყოვლადვე. IXს-ის დამდეგს აქ ტაო-კლარჯეთის სამთავრო ჩამოყალიბდა, რომელსაც ქართლის უკანასკნელმა ერისთავმა აშოტ ბაგრატიონმა ჩაუყარა საფუძველი. აშოტის შთამომავალმა (შვილის შვილისშვილმა) ადარნასე ბაგრატიონმა “ქართველთა მეფის ტიტული მიიღო, ამიერიდან ამ სახელმწიფოს “ქართველთა სამეფო” ეწოდა. გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (978-1014) დროს მესხეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იმ პერიოდში, როდესაც იბერიას რთული პერიოდი დაუდგა, კერძოდ, მონღოლების შემოსევების ჟამს, 1266 წელს სამცხე ცალკე ერთეულად “ხას-ინჯუდ გამოცხადდა, რომელმაც ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას გიორგი V-ის (“ბრწყინვალეს”) ბაბუის ბექა ჯაყელის ათაბაგობის პერიოდში მიაღწია…

1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავით მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. სამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალებმა აღწერეს მთელი “გურჯისტანის ვილაეთი” (სამცხე-საათაბაქო). 1595 წელს შეიქმნა ,,გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი”, რისი მიხედვითაც მთელი სამცხე იყოფოდა 8 სანჯაყად, რომლებშიც 1160 სოფელი შედიოდა. 1625 წელს სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა არსებობა შეწყვიტა.

სამცხე-ჯავახეთი განვითარებული მიწათმოქმედების “ქვეყანა” იყო. VI ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელის ცნობით, “მესხეთის მთები არც მწირია და არც ნაყოფიერებას მოკლებული, არმედ სავსეა ყოველგვარი სიკეთით, რადგანაც მესხები მარჯვე მიწის მუშები არიან და აქ ვენახებიც არის. თუმცა თურქეთის დაპყრობის შემდეგ, მიწათმფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეიცვალა. მიწის დროებით მფლობელებად სამხედრო ვალდებული გამოცხადდა, ეს უკანასკნელი კი აუცილებლად მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო . ამან დააჩქარა მესხეთის ისლამიზაცია. თავდაპირველად ფეოდალები გამაჰმადიანდნენ, XVII ს-ის შუა ხანებიდან კი დაიწყო ინტენსიურად გლეხების გამაჰმადიანება. მესხების შესახებ ვახუშტი ბატონისვილი (ბაგრატიონი) წერდა: “ხოლო კაცნი და ქალნი არიან მსგავსნი ქართველთათანი არამედ უმეტეს ნელიად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მხნენი, შემართებულნი, შუენიერნი, ცოდვა-ხელოვნების მოყუარენი, არამედ აწ, მაჰმადიანობის გამო, არღარა… დაიწყო ქრისტიანობის სასტიკი დევნა. ეკლესია-მონასტრებს ანგრევდნენ, მათ ადგილას მეჩეთებს ხსნიდნენ. მძიმე გადასახადები დაეკისრა გლეხობას, ხალხი მასობრივად ტოვებდა სოფლებს. “გურჯისტანის ვილაეთის დავთრის” მიხედვით 300-ზე მეტი სოფელი დაცარიელდა. გაუკაცრიელებულ ადგილებზე თურქებმა არაქართველი მოსახლეობის ჩამოსახლება დაიწყეს…

1828 წელს გაფორმებული ანდრიაპოლის ზავით (ომი მიმდინარეობდა რუსეთსა და თურქეთს შორის. გაიმარჯვა რუსეთმა) რუსეთმა თურქეთს ჩამოართვა ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, ქვაბლიანი, აბასთუმანი და ჭაჭარაქი და დანარჩენ საქართველოსთან ერთად რუსეთის მფლობელობაში შევიდა.

1829-1831 წლებში, რუსეთმა, პასკევიჩის ინიციატივით, აყარეს ადგილობრივი მოსახლეობა (მიზეზი-მაჰმადიანობა) და თურქეთში გადაასახლეს, მათ ნაცვლად კი ანატოლიელი სომხები ჩამოასახლეს. (30 000 სომხური ოჯახი) რითაც დასაყრდენი შეიქმნეს სამხრეთში და შექმნეს ენთოკონფლიქტური კერა. ამ ფაქტის შემდეგ მესხეთში მოსახლეობის 90%-ზე მეტი არაქართველმა შეადგინა. რამაც ამ კუთხეში სიტუაცია დაძაბა.

]]>